local #004 – Astrobee

საბა ემირიძე – Astrobee – ნიჭიერი, ახალგაზრდა პროდიუსერი ბათუმიდან, Kibe-ს რეზიდენტი.

საბა, გაიხსენე შენი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან…

ჩემი ოჯახი მუსიკასთან ძალიან ახლო კავშირშია. დედა პიანისტია, ბაბუა გიტარაზე უკრავდა და მამა ბლუზის მოყვარულია. ვფიქრობ ოჯახიდან დაიწყო ჩემი მუსიკისადმი სიყვარული და გემოვნების ჩამოყალიბება. სახლში ყოველთვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკა იყო. 6 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში დავიწყე სიარული და ექვსწლედი დავამთავრე. პარალელურად, ბაბუა გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემით გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავება და სწავლა. შემდეგ უკვე ბენდი იყო, სადაც 3 წელი ვუკრავდი.

მახსოვს, 2016 წელს, როდესაც The Prodigy ჩამოვიდა ბათუმში და მოვუსმინე – ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაციის მატარებელი იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მათ ადგილას ყოფნა მინდოდა. ალბათ, პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკაც მაინტერესებდა. გარკვეული დროის შემდეგ გადმოვწერე FL Studio და breakbeat-ის ჟანრში რამდენიმე ტრეკი გავაკეთე.

გაიხსენე შენი პირველი რელიზი…

Astrobee`s პირველი რელიზი – Utsnobi, Ballacid-ის Youtube არხზე

ეს იყო სელფრელიზი Astrobee-ს პროექტით, 2 ტრეკიანი ალბომი, სახელად “Thoughts from nowhere”. ეს რელიზი ბუდაპეშტური Ballacid-ის არხზე გავაგზავნე, სადაც ერთ-ერთი ტრეკი, სახელად “Utsnobi”-ს პრემიერა გაიმართა. იმ მომენტში ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა და ცოტა შოკის მომენტიც იყო.

ელექტრონული მუსიკიდან პირველი შემოსავალიც მაშინ მივიღე, Bandcamp-ზე 20$-მდე შემომივიდა – იხ. რელიზი.

ვინ ან რა გაძლევს ინსპირაციას და როგორ გგონია, მუსიკის კეთება ის საქმეა, რომელსაც ეძებდი და ყოველთვის გააგრძელებ?

დღესდღეობით, ამ საქმეს ვაკეთებ როგორც მოყვარული. როცა ვგრძნობ, რომ ჩემს მუსიკას ხარისხიანი მსმენელი უსმენს და მათგან დადებით შეფასებას ვიღებ – ჩემთვის დიდი მოტივაციის მატარებელია და ნელ-ნელა მეტად სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს. არაერთი ადგილობრივი არტისტია, რომელსაც ვაკვირდები, ვუსმენ და ჩემთვის მათი მუსიკა და შეფასება ერთგვარი ინსპირატორია. ჟღერადობის კუთხით მომწონს Jay Sebua, Generali Minerali, Delorean, Autumn Tree, Aksed და არაერთი სხვა.

ჩემი ნამუშევრების ნახევარზე მეტი სანაპიროზეა შექმნილი. ალბათ ჩემი მთავარი ინსპირაცია – ზღვა არის.

რაც შეეხება საერთაშორისო არტისტებს – პირველი ინსპირაცია DJ Stingray, Drexciya და ძველი დეტროიტელი ელექტრო არტისტები. მგონია, რომ წყალთან სიახლოვე ბევრ რამეს განაპირობებს მუსიკაში. DJ Stingray-სა და Drexciya-ს ტრეკებში სწორედ ამ წყალთან სიახლოვეს ვგრძნობდი. ჩემი ნამუშევრების ნახევარზე მეტი სანაპიროზეა შექმნილი. ალბათ ჩემი მთავარი ინსპირაცია – ზღვა არის.

ვფიქრობ ჩემი მიზნის 1/10-იც კი არ შემისრულებია. ტექნიკურად ყოველდღიურად ვგრძნობ განვითარებას, თუმცა ჟღერადობა, რომლის მიღწევაც მინდა – ჯერ ძალიან შორს არის.

ბათუმზე…

3-4 ასე თუ ისე წარმატებული კლუბი გვაქვს. ახლახანს გაიხსნა “Kibe”, რომლის რეზიდენტიც გავხდი და ნელ-ნელა ეს სფერო ჩვენთანაც ვითარდება.

ამ ეტაპზე რაზე მუშაობ და სამომავლო გეგმები რა გაქვს?

ბევრს ვმუშაობ live პროექტზე, რომელიც იმედი მაქვს, შემდეგ წელს უკვე მექნება. მინდა მსმენელს დავანახო ჩემი კომპოზიციები იმ ემოციით, რომელსაც მე მათში ვდებ.

ვოცნებობ მივიდე ისეთ ჟღერადობამდე, რომელიც რაღაც ახლის და განსხვავებულის მატარებელი იქნება და არ იქნება ჩაკეტილი რომელიმე ჟანრის ჩარჩოებში.

KEZ

ვოცნებობ მივიდე ისეთ ჟღერადობამდე, რომელიც რაღაც ახლის და განსხვავებულის მატარებელი იქნება და არ იქნება ჩაკეტილი რომელიმე ჟანრის ჩარჩოებში. ამასთანავე, უკვე 2020 წელი დადგება და ვფიქრობ ტექნო, რომელიც 90-იანების შემდგომ ერთი მიმართულებით ვითარდება – არ მგონია, რომ ყოველთვის აქტუალური იქნება.

საბა, დაგვიტოვე 5 ტრეკი მოსასმენად:

Tracklist:

@astrobee003 (Astrobee)
1. Abstract Thought – Syncronised Dimensions.
2. Tobias Von Hofsten – I Love My 808.
3. Faceless Mind – Ocean Movers (Vcs2600 Science Remix)
4. Generali Minerali – Night Operator.
5. Boyd Schidt – South Winds.

@tsamsc (Tsa – ცა)
1. Swayzak – Japan Air
2. Unknown Lovelee Dae (DJ Tabledance s3ns3tive 3dit)
3. Dez Williams – On the Verge
4. Mikron – Amn`t
5. Reedale Rise – Eternal Return

locals – ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელია, რომელიც ისაუბრებს ადგილობრივ არტისტებთან მათ მუსიკალურ თუ სხვა მოღვაწეობაზე. ყოველ მეორე ხუთშაბათს, 22:00-ზე, local-ის საუბარი locals.ge-ზე და სეტი Radio GIPA-ზე.

ტექნიკური პარტნიორი: სტუდია Pulse

local #004 – Astrobee – Soundcloud – Facebook

hosted by Tsa – Resident Advisor – Soundcloud – Facebook

Site Footer