local #001 – Autumn Tree

ლეონ ლოლიშვილი – კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი, ათობით EP-ის ავტორი, ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი პიონერი.

ლეონ, გაიხსენე შენი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან…

13 წლის ასაკიდან მე და ჩემმა მეგობარმა ელექტრონული მუსიკის კასეტების შეგროვება დავიწყეთ. ძალიან ცოტა ელექტრონული მუსიკა მოიპოვებოდა თბილისში. მუსიკას ვეძებდით ბაზრობებზე და სხვა ადგილებში, ღამეებს ვათენებდით ინტერნეტ კაფეში. პირველი შეხება სწორედ მაშინ, Trance და მაშინდელ Progressive House-თან გვქონდა. იმ დროს უკვე ვხვდებოდი, რომ ეს იყო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და რაშიც ვხედავდი ჩემს თავს. რაღაცა პერიოდის მერე უკვე კომპიუტერი მქონდა სახლში, სადაც 303-ის (ავტ. Roland TB-303) პროტოტიპი გადმოვწერე და პირველი ჩემი ჟღერადობაც მაშინ შეიქმნა.

2001-2002 წელი… ქვეყანაში საერთოდ სხვა ვნებათაღელვაა და ძალიან ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს მუსიკაზე და თანაც – ელექტრონულზე. შენ ერთ-ერთი მათგანი იყავი…

რატომღაც, ჩემთვის ბუნებრივი აღმოჩნდა ის პროცესი, რომ სულ მინდოდა ეს მუსიკა ჩემს თავში ყოფილიყო, შემექმნა და მომესმინა. რა თქმა უნდა, ბევრი არტისტი იყო ისეთი, რომელზეც წვდომა ინტერნეტის მეშვეობით მქონდა და ისინი ინსპირაციას მაძლევდნენ. უბრალოდ, როცა ამ მუსიკას ვუსმენდი თავს რატომღაც კარგად და განსხვავებულად ვგრძნობდი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივი გზა იყო, რაღაც მომენტში ძალიან გამიჭირდა, რადგან უკვე ჩამოყალიბებული იყო დიჯეების კომუნა, მე კი, ცოტა შორს ვცხოვრობდი ცენტრიდან, არც ფინანსური რესურსი მქონდა და არც კლუბები ბუქავდნენ არტისტებს მარტივად.

მთავარი მომენტი ალბათ ის იყო, რომ სანამ აუდიტორია გაგიცნობს და პრომოუტერები შენში დარწმუნდებიან – რთული გზა გელის. თუმცა, სწორედ ეს პერიოდი მახსენდება ყველაზე საინტერესოდ, როდესაც ხედავ რაღაც სივრცეს, რომელიც შენთვის დაკეტილია, შენ კი ცდილობ შეაღწიო და თავი დაიმკვიდრო. ვფიქრობ ის ფაქტიც დამეხმარა, რომ ამბიციური ვიყავი, რაც თავის მხრივ მგონია, რომ ისეთივე აუცილებელი თვისებაა, როგორც ნიჭი.

მე და აჩი (ავტ. აჩი თაბუკაშვილი) ყოველთვის ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. ჩვენს გვერდით კიდევ ერთი მეგობარი იყო, რომელიც შემდგომში ვიზუალ-არტისტი გახდა, მაგრამ პირველი აპარატურა მან ჩამოიტანა მოსკოვიდან და ღამეებს ვათენებდით ვარჯიშში.

ჩემი გზის პარალელურად, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სცენაც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა და ვითარდებოდა, რაც ასევე სტიმულის მომცემი იყო. სულ უფრო მეტი პერსპექტიული არტისტები ჩნდებოდნენ და ამ პროცესში მე მაინც მგონია, რომ მე და აჩიმ ერთმანეთი გავზარდეთ და მოვედით იქამდე, სადაც ვართ.

ახალი არტისტები ჩნდებიან, რომლებიც თავის დამკვიდრებას ცდილობენ და უნდათ, რომ ტრენდს აყვნენ. ამ დროს ხშირად ვერ ვხვდები რას ეფუძნება მათი მუსიკის სიყვარული, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელმა კონკურენციამ ეს რეალობა მოგვიტანა.

10 წლის წინ რომ წარმოგედგინა დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სცენა, წარმოიდგენდი ამხელა პროგრესს?

არა, მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი. მოლოდინს ბევრად გადააჭარბა და რთული სათქმელია მომავალში სად ვიქნებით, რადგან ტრენდები ძალიან ხშირად იცვლება. ახალი არტისტები ჩნდებიან, რომლებიც თავის დამკვიდრებას ცდილობენ და უნდათ, რომ ტრენდს აყვნენ. ამ დროს ხშირად ვერ ვხვდები რას ეფუძნება მათი მუსიკის სიყვარული, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელმა კონკურენციამ ეს რეალობა მოგვიტანა.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ ნიჭიერ პროდიუსერს ვხედავ სცენაზე. გამოვარჩევდი აჩი, HVL-ს, ლადუკა ნინუას, ანა კუბლაშვილს, ყანჩელს, ჰამაცუკის და ბევრ სხვას. საამაყოა, რომ ისინი უკვე ადგილობრივი სცენის ფარგლებს გასცდნენ და საზღვარგარეთაც ისეთივე პოპულარულები არიან, როგორც აქ.

CES-ში მენტორი ვარ და ამ საქმიანობაში ბევრ საინტერესოს ვხედავ. ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ვითარდები, სულ შეხება გაქვს აპარატურასთან და ხშირად ისეთ აღმოჩენებს აკეთებ, რომ თავად გაკვირვებული რჩები. შეიძლება მოსწავლემ ისეთი თვალით დაგანახოს რაღაც, რომ შენთვისაც სიახლე იყოს. ამ დროს შეგიძლია სხვისი თვალით დაინახო მუსიკა, რომელიც შენთვის საინტერესოა. ვხვდები ახალ, პერსპექტიულ არტისტებს. გამოვარჩევდი გიორგი ჯინჭარაძეს და კიდევ რამდენიმე სტუდენტს. მე მგონია, რომ თუ არტისტს დიდი მომავლის იმედი აქვს, აუცილებელია პარალელურად მუსიკაც აკეთოს, რაც თავის მხრივ, დიდ განვითარებას აძლევს მას და ტრეკის სტრუქტურას სულ სხვანაირად ანახებს.

მათ ვურჩევდი, რომ ბევრი იმუშაონ და თავისი თავი იმ სიმაღლეზე დააყენონ, სადაც თავად თვლიან საჭიროდ. სულ უნდა აკეთონ და უსმინონ მუსიკას და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე მათი პროფესიაა – პროფესიულად უნდა მიუდგნენ.

რჩევები?

ალბათ მათ ვურჩევდი, რომ ბევრი იმუშაონ და თავისი თავი იმ სიმაღლეზე დააყენონ, სადაც თავად თვლიან საჭიროდ. სულ უნდა აკეთონ და უსმინონ მუსიკას და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე მათი პროფესიაა – პროფესიულად უნდა მიუდგნენ. ესე წარმატების რეცეპტი, ალბათ არ არსებობს, მაგრამ მგონია, რომ თუ ნიჭიერი ტიპი ხარ და შენს საქმეს სწორად აკეთებ – თბილისში არ დაიკარგები. უბრალოდ ის არის, რომ სულსწრაფობა უკურეაქციას იწვევს ხოლმე. როცა ადამიანი ორი თვეა მუსიკას აკეთებს და მერე სახალხოდ აზიარებს – ძალიან ნაადრევი მგონია. ვფიქრობ, თუ სცენაზე გამოჩენას აპირებს, აუცილებლად იმ დონეზე უნდა გამოჩნდეს, რასაც ადგილობრივი სცენის სტანდარტები აწესებს. ასევე ყველას ვურჩევდი ნაკლები ყურადღება მიაქციონ ტრენდებს და აკეთონ ის, რაც მართლა მოსწონთ. რატომღაც ყველა ცდილობს ტექნო არტისტად ჩამოყალიბდეს, ამ დროს კი, უამრავი საინტერესო ჟანრია ისეთი, რომელსაც ჩვენთან ფეხი ჯერ არ მოუკიდებია. მგონია, რომ ესეთი დამწყები არტისტები ბევრად საინტერესოდ ჩანან სხვებისთვისაც და მეტი პერსპექტივაც აქვთ.

ლეონ ლოლიშვილი, როგორც პროდიუსერი

პირველი რელიზი ყოველთვის მახსოვს… 2007 წელს მე და აჩიმ გავაკეთეთ რამდენიმე აგრესიული ჟღერადობის ტრეკი მინიმალ ტექნოს ჟანრში და გავაგზავნეთ ლონდონში დაფუძნებულ ქართულ ლეიბლზე Piso Records, სადაც გამოვიდა ჩვენი პირველი EP. ამ ალბომიდან ორი ტრეკი Beatport-ის ჩარტში საკმაოდ წინა პოზიციებზე მოხვდა და პირველი შემოსავალი სწორედ მაშინ გვახსოვს 150 ევროს ფარგლებში, რაც იმ დროისთვის ჩვენთვის დიდი სტიმული იყო.

ინსტრუმენტებს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, გარკვეული მიზეზების გამო Software არტისტად ჩამოვყალიბდი. დღესდღეობით, Novation-ის MIDI კონტროლერს, LaunchKey 25-ს და შემდეგ პლაგინებს და ეფექტორებს ვიყენებ:

  • Arturia Synth Pack
  • Omnisphere
  • Reaktor 6
  • Synth pack by Roland
  • Native Instruments
  • Waves
  • Reverb by Eventide

მონიტორები – Focal Alpha 65

დღეს რაზე მუშაობ და რას აპირებ მომავალში?

ამ მომენტისთვის, კმაყოფილი ვარ, როგორც შემოქმედებითი ნაწილით, ასევე დიჯეინგით. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით ვიღებ იმ ჟღერადობას, რომელიც მომწონს, მაგრამ რაღაც დონემდე მივედი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაქვს ჩემი კომფორტული სტუდია და ასევე რეგულარულად ვუკრავ.

უახლოეს მომავალში ATT Series-ზე ახალი რელიზი გამოვა Greenbeam & Leon-ის. ასევე მალე გამოვა Boyd Schidt-ის რელიზი ერთ-ერთ ლეიბლზე.

რაც შეეხება Autumn Tree-ს: ეს პროექტი ჩემთვის უფრო განტვირთვის სივრცეა. ვიცლები დაგროვილი სიმძიმისაგან და ვეშვები მელანქოლიურ ჟღერადობაში.

Tracklist of local selectors #001:

*Autumn Tree
1 – 1800 GIRLS – Pool Tiles
2 – Kauf – Relocate
3 – Kujo – شعب عظيم
4 – Ancient Methods – The Standards Will Come and Go
5 – Peryl – Dein Wahres Gesicht feat. Luca Gillian (Original Mix)

*Tsa
1 – Arômes – Tears In Rain
2 – Aurora Halal – Sleep Distortion
3 – COMPUTER DATA – VFP – 02 Blau
4 – Sam Hinks – BUG001 – 04 Untitled 4
5 – Woods – Dawn

local #001 – Autumn TreeResident AdvisorSoundcloudFacebook

hosted by Tsa – Resident AdvisorSoundcloud Facebook

Leave a reply:

Site Footer