local #002 – Generali Minerali

გიორგი ჯინჭარაძე – Generali Minerali – ახალგაზრდა ნიჭიერი პროდიუსერი, არაერთი რელიზის ავტორი.

გიო, გაიხსენე შენი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან…

ძალიან პატარა ვიყავი, როცა მაჩუქეს Dendy და 2 თამაში: ერთი იყო მარიო, რომელიც ყველას ჰქონდა და მეორე რაღაც ‘შუთერი’ იყო, რომელსაც ძალიან მაგარი საუნდტრეკი ჰქონდა და მომეწონა. მაშინ ალბათ, 6-ის ან 7 წლის ვიქნებოდი. ეგ ტრეკი იყო პირველი ელექტრონულ მუსიკაში, რომელიც მოვისმინე. ცოტა მოგვიანებით მუსიკით სერიოზულად დავინტერესდი და დავიწყე გიტარაზე, საქსოფონზე და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა.

აღმოვაჩინე პროგრამა FL Studio, სადაც შენით შეგიძლია გააკეთო ყველაფერი და ჩემთვის ‘wow’ ეფექტი ჰქონდა ამ მაშინ. პირველივე რაც გავაკეთე ელექტრონული იყო და ალბათ მაგ მომენტში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს მუსიკის კეთება.

ამის შემდეგ, მეგობრბებმა ბენდი შევქმენით და ერთად მუშაობა ძალიან მაგარი იყო, თუმცა როცა გავიზარდეთ, აღმოჩნდა, რომ ყველას არ ჰქონდა დრო იმისათვის, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა და დაშლა მოგვიწია. პარალელურად აღმოვაჩინე პროგრამა FL Studio, სადაც შენით შეგიძლია გააკეთო ყველაფერი და ჩემთვის ‘wow’ ეფექტი ჰქონდა ამ მაშინ. პირველივე რაც გავაკეთე ელექტრონული იყო და ალბათ მაგ მომენტში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს მუსიკის კეთება.

ბოლოს შენი ვიდეო ვნახე, სადაც ამბობ, რომ სულ ძიების პროცესში ხარ და შენი თავი ჯერ ვერ იპოვე. ახლაც ასეა?

კი, ნამდვილად. მგონი, სულ ეგრე ვიქნები, რადგან ვფიქრობ, რომ თუ ძიებაში აღარ ხარ – საინტერესო არაფერი რჩება მაგ საქმეში. ალბათ ამ საქმის მუღამიც ეგ არის. როცა რაღაცას ეძებ, მიზანი გაქვს და როცა გგონია, რომ უკვე მიუახლოვდი – უცებ ახალი რაღაც გამოჩნდება, რამაც კიდევ უფრო მეტად გაგიტაცა და ესე მიყვები. ის საბოლოო წერტილი ყოველთვის იცვლება ან ალბათ არც არსებობს.

ამ გზაზე ინსპირაციას ვინ გაძლევდა?

ინსპირაციას ყოველთვის სხვადასხვა არტისტები მაძლევდნენ. რაღაც ეტაპზე სულ ერთი ან ორი ვიღაც იყო, მერე სულ იცვლებოდა. ვერ ვიტყვი, რომ 1 კუმირი მყავდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში. ჟანრების მიხედვითაც სულ სხვადასხვა ვიღაცეები მევასებოდა. ერთს ალბათ არავის გამოვარჩევდი. ვიღაცის ახალ ალბომს მოვისმენდი, ვიტყოდი ‘ვა რა მაგარია’ და მერე ახალი ჩნდებოდა სულ.

გიო, შენს ნამუშევრებს რომ გადახედო, სუბიექტურია, მაგრამ მგონია, რომ ჟანრთაშორისი range ძალიან დიდია და ერთ მიმართულებაზე არ ხარ კონცენტრირებული, რაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება…

ზოგადად, ძალიან ვაფასებ მუსიკოსებს, რომლებიც ერთ მიმართულებაზე მუშაობენ და უყვართ ეგ მიმართულება. მაგრამ, როცა ბევრ რამეს უსმენ და ამდენი საინტერესო რამის კეთება შეგიძლია – რატომაც არა.

ალბათ, მანდაც საკუთარი თავის ძიების ამბავია. ზოგადად, ძალიან ვაფასებ მუსიკოსებს, რომლებიც ერთ მიმართულებაზე მუშაობენ და უყვართ ეგ მიმართულება. მაგრამ, როცა ბევრ რამეს უსმენ და ამდენი საინტერესო რამის კეთება შეგიძლია – რატომაც არა.

ამ ეტაპზე, ერთი პროექტი მაქვს (Generali Minerali – ავტ.) და სხვა პროექტები დროებით დაპაუზებულია. მინდა მომავალში სხვა პროექტებზეც ვიმუშავო, მაგრამ არ ვიცი მარტო გავაკეთებ, თუ ვინმესთან ერთად. დათუნა დგებუაძესთან ერთად მქონდა პროექტი ადრე და მინდა მომავალშიც გავაკეთოთ რამე. ვნახოთ რამდენად გამოვა.

10 წლის წინ რომ წარმოგედგინა დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სცენა, წარმოიდგენდი ამხელა პროგრესს?

არა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. მე როცა თინეიჯერი ვიყავი (ალბათ ეხლაც თინეიჯერი ვარ), ვფიქრობდი, რომ აქ ცხოვრება არ მინდოდა და რაღაც ეტაპზე გადაწყვეტილიც მქონდა საქართველოს დატოვება, მაგრამ მერე არ გამოვიდა. მაშინ თითქოს რაღაცეები კეთდებოდა და იქმნებოდა ბევრი საინტერესო რამ, თუმცა არა ისე, როგორც ახლა არის. მგონია, რომ ახლა რაღაც ოქროს ხანაა, ან შეიძლება ჯერ არც და მალე იქნება. მართლა ვერ ვხვდები და არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სცენაა. ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა ევროპის სხვა ქალაქებში ტურისტული და კომერციული სფერო გახდა. აქ ჯერ ყველაფერი რიგზეა და ძალიან მინდა, რომ კიდევ დიდ ხანს იყოს ისე, როგორც ახლა არის.

შეაფასე შენი გზა თავისი სირთულეებით…

მე მგონია, რომ რაღაცეებში ძალიან გამიმართლა. გავიცანი საჭირო ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგნენ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. არცერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე ჯერ, თუმცა როცა სადღაც ვუკრავ და მუსიკას ვქმნი, რა თქმა უნდა, ამაში მათი წვლილიც არის. ალბათ ბევრად უფრო რთულია, როცა საერთოდ მარტო ხარ ამ გზაზე.

სირთულეების მომენტი ალბათ ყველას აქვს, მაგრამ მგონია, რომ დღეს თუ სადღაც ვერ უკრავ – არ ნიშნავს, რომ შენს თავში ჩაიკეტო და აღარაფერი აკეთო…

…მეც ხშირად მესმის, რომ თითქოს დღევანდელი სცენა ჩაკეტილია ახალი სახეებისთვის…

მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა აკეთო შენი საქმე. თუ რაღაც გიყვარს, არაფერმა უნდა შეგიშალოს ხელი ამის კეთებაში. თუ ვინმე იმის გამო აკეთებს, რომ სადღაც დაუკრას და მერე ვინმესგან დადებითი უკუკავშირი მიიღოს – არასწორი მგონია. საინტერესო მაშინ არის ყველაფერი, როცა რაც გიყვარს მაგას უზიარებ სხვას და სხვა მიზანი არ გაქვს.

კი, ჩაკეტილი თავის მხრივ ალბათ არის, მაგრამ გააჩნია როგორ მიუდგები. მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა აკეთო შენი საქმე. თუ რაღაც გიყვარს, არაფერმა უნდა შეგიშალოს ხელი ამის კეთებაში. თუ ვინმე იმის გამო აკეთებს, რომ სადღაც დაუკრას და მერე ვინმესგან დადებითი უკუკავშირი მიიღოს – არასწორი მგონია. საინტერესო მაშინ არის ყველაფერი, როცა რაც გიყვარს მაგას უზიარებ სხვას და სხვა მიზანი არ გაქვს.

როგორც ვიცი, დრამაში მენტორი ხარ Ableton-ის კურსზე…

კი. ჩემთვის ეგ საქმე, პირველ რიგში რაღაცნაირი გამოწვევა იყო და დიდი პასუხისმგებლობა. სანამ დავიწყებდი, რეალურად ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ამ საკითხზე. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ვიღაც მოდის, მატერიალურ რესურსს დებს და თანაც დიდ დროს გითმობს. შენ ვალდებული ხარ გაუზიარო ყველაფერი რაც იცი ან არ იცი. მე თვითონ ამ კურსმა ძალიან ბევრი რამ მომცა. იმის ნახევარიც არ ვიცოდი, რაც ახლა ვიცი, რადგან აუცილებელი იყო გამეცა ყველა შესაძლო კითხვებზე პასუხი. დღეს უკვე იმდენი ახალი რამ გავიგე, ალბათ რაღაც ღილაკებს ჩემი სტუდენტების კითხვების გარეშე საერთოდ არ შევეხებოდი.

საქართველოდან წასვლაზე ისევ ფიქრობ?

მართლაც ხშირად მიფიქრია, თუმცა ბოლომდე არ ვიცი მინდა თუ არა. რაღაც მომენტში გადაწყვეტილიც მქონდა წასვლა, მაგრამ მერე არ გამოვიდა, რაც ახლა მგონია, რომ ძალიან კარგია. ზოგჯერ, როცა უცხოეთში ვუკრავ ან ვისვენებ, სულ მეფიქრება თბილისზე და იმაზე, თუ რა მაგრა გაასწორებდა აქ ყოფნა. მოკლედ, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ახლა მგონია, რომ თბილისში ძალიან კარგია.

შენი პირველი რელიზი გახსოვს?

კი, პირველი რელიზი იყო ჩემი ტექნო პროექტით: ‘Crazy Bitch Debora’ ერქვა. სადღაც 3 წლის წინ მივწერე ლეიბლს ‘Future Records’, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ქართული ლეიბლი იყო. მათ გავუგზავნე ნამუშევარი და რაღაცა პერიოდი ინგლისურად გვქონდა მიმოწერა. მერე ქართულად მომწერეს და გაკვირვებული დავრჩი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, რომ ქართული ლეიბლი იყო. შემდეგ ეს ტრეკი დავამასტერეთ და გამოვიდა ჩემი პირველი რელიზიც, რომელიც ცოტა მაინც შინაურული იყო 🙂

რაც შეეხება რელიზს, რომელიც პროექტ Generali Minerali-სთვის პირველი იყო – Trax Records-ზე გამოვიდა. მათთან უბრალოდ გავაგზავნე ნამუშევარი და დაახლოვებით ორ თვეში მივიღე პასუხი. როგორც აღმოჩნდა, Acid House-ის 30 წლის იუბილე იყო და კომპილაცია გამოდიოდა, რომელშიც ჩემი ნამუშევარიც მოხვდა (იხ. რელიზი).

როგორც ვიცი ბევრს მუშაობ live პროექტზე…

live-ის დაკვრა სულ სხვა ამბავია. პროექტზე ორი, სამი ან მეტი თვის განმავლობაში მუშაობ და შენს ყველა ემოციას დებ. ამ ყველაფრის შედეგი კი, მხოლოდ ერთი საათია, რომელსაც სხვაც უსმენს.

კი, რეალურად live-ის დაკვრა სულ სხვა ამბავია. პროექტზე ორი, სამი ან მეტი თვის განმავლობაში მუშაობ და შენს ყველა ემოციას დებ. ამ ყველაფრის შედეგი კი, მხოლოდ ერთი საათია, რომელსაც სხვაც უსმენს. არ ხარ დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ტრეკი, პირიქით – ყველაფერს შენით ქმნი და ცვლი. DJ Set-შიც ძალიან დიდი ემოცია დევს, თუმცა მგონია, რომ live საკუთარი თავის წარმოჩენის უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს.

გიო, რას ურჩევდი ახალგაზრდა არტისტებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას?

მუსიკას უსმინონ, ყველაზე მაგარი რჩევა ალბათ ეგ იქნება. როცა ბევრ მუსიკას უსმენ, უკეთ გიყალიბდება წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოგწონს და რა არა. ტექნიკურადაც ძალიან ვითარდები, თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა – დრო ჭირდება.

დღეს რაზე მუშაობ და რას აპირებ მომავალში?

მალე გამოვა ჩემი ორი EP და კიდევ ერთ კომპილაციაში ვიქნები. ერთ-ერთი EP გამოდის RFR Records-ზე ციფრული სახით და 2020-ში გამოვა ვინილი.

გიო, დაგვიტოვე 5 ტრეკი მოსასმენად 🙂

Tracklist:

Generali Minerali
1 – Reptant – Ectoplastic
2 – HVL – Futuro
3 – Radioactive Man – Uranium
4 – Aphex Twin – Avril 14th
5 – Sigur Ros – Hoppipolla – HD Live from Heima

Tsa – ცა
1 – Rings Around Saturn – Mirage
2 – The Force Dimension – 200 Fa
3 – Luke Hess – Real to Real
4 – Lou Karsh – Untitledub
5 – Mathis Ruffing – Basalt

locals – ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელია, რომელიც ისაუბრებს ადგილობრივ არტისტებთან მათ მუსიკალურ თუ სხვა მოღვაწეობაზე. ყოველ მეორე ხუთშაბათს, 22:00-ზე, local-ის საუბარი locals.ge-ზე და სეტი Radio GIPA-ზე.

ტექნიკური პარტნიორი: სტუდია Pulse

local #002 – Generali Minerali SoundcloudFacebook

hosted by Tsa – Resident AdvisorSoundcloud Facebook

Leave a reply:

Site Footer