local #005 – Jay Sebua a.k.a Cyber J

Jay Sebua a.k.a Cyber J – ნიჭიერი, ახალგაზრდა პროდიუსერი თბილისიდან.

გაიხსენე შენი პირველი შეხება მუსიკასთან

10 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე დრამზე დაკვრა. ვუკრავდი მეგობრებთან ერთად ბენდში და ჩემი ძირითადი მუსიკალური საქმიანობა ამით შემოიფარგლებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი, როდესაც მეც ჩავერთე ელექტრონული მუსიკის კეთებაში. ჩემი ძმის (L8) ოთახიდან სულ გამოდიოდა ამ მუსიკის ხმა და ჩემთვისაც საინტერესო გახდა. ერთხელ Khidi-ში მოვისმინე ჩემი ძმის სეტი და მაშინ მქონდა რეაქცია „wow ეს რა საინტერესოა“. მალევე დავიწყე გიორგი სიჭინავასთან () ელექტრონული მუსიკის production-ის კურსებზე სიარული და მანდ ვისწავლე მუსიკის შექმნა. რაც შეეხება DJing-ს – ყველაფერი ჩემით ვისწავლე. კლუბები იყო ის ადგილი სადაც ტექნიკური თვალსაზრისით განვითარებას ვნახულობდი.

ამ ჯერ-ჯერობით მოკლე გზას რომ გადახედო – ბევრი სირთულე შეგხვდა?

ალბათ, ჩემთვის მთავარი სირთულე იყო ის ფაქტი, რომ არ მქონდა ხშირი შეხება აპარატურასთან და ტექნიკური უნარების განვითარება უშუალოდ კლუბში მიწევდა. ყოველი date-ის შემდეგ ვგრძნობდი განვითარებას.

გაიხსენე შენი პირველი date…

პირველი date მქონდა Café-Gallery-ში, 16 წლის ვიყავი და სახალისო იყო, რადგან იდეაში არ შემეძლო საერთოდ კლუბში ყოფნა, მაგრამ უკვე ვუკრავდი 😊. საერთოდ, ეგ დღე ძალიან კარგად მახსენდება.

ამ ეტაპზე რაზე მუშაობ?

ამ ეტაპზე, ძირითადად მუსიკის digging-ით ვარ დაკავებული. ვცდილობ ამ კუთხით მეტი განვითარება ვნახო. ამასთანავე, ბევრს ვმუშაობ production-ზე და ვცდილობ მხოლოდ მაშინ გავაზიარო მუსიკა, როცა ვფიქრობ, რომ ჩემს ჟღერადობას მაქსიმალურად სწორად გადმოვცემ.

საქართველოდან წასვლაზე გიფიქრია?

კი, მიფიქრია, თანაც ბევრი. ჟღერადობიდან და გარემოდან გამომდინარე, ვფიქრობ სიამოვნებით ვიცხოვრებდი დიდ ბრიტანეთში.

რა გაძლევს მუსიკის კეთების ინსპირაციას?

ძირითადად არტისტები, რომლებიც ჩემთვის იმ მომენტისთვის ახალია.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

პირველ რიგში, მინდა ლაივ პროექტი გავაკეთო. ამასთან ერთად, მთავარი მიზანი და შეიძლება ითქვას ოცნებაც არის, რომ ჩემმა მუსიკამ მსოფლიო მომატაროს. საქართველო არის ჩემთვის ძალიან საყვარელი, მაგრამ პატარა ადგილი და სანახავი მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ არის.

Jay, დაგვიტოვე 5 ტრეკი…

local selectors #005 – Jay Sebua a.k.a Cyber J / Tsa – ცა

Tracklist:

Jay Sebua
1 – Secret Frequency Crew – Holographic Moon Owls
2 – Carl Finlow – Convergence
3 – Shinra – Endgame
4 – Galaxian – External Observer
5 – Gosub – Odessa

ცა – Tsa
1 – Luckison – Nisolahke
2 – Detroit`s Filthiest – Cover Up
3 – Swayzak – Snowboarding in Argentina
4 – Acid Jesus – Fairchild
5 – Janeret – Throb

locals – ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელია, რომელიც ისაუბრებს ადგილობრივ არტისტებთან მათ მუსიკალურ თუ სხვა მოღვაწეობაზე. ყოველ მეორე ხუთშაბათს, 22:00-ზე, local-ის საუბარი locals.ge-ზე და სეტი Radio GIPA-ზე.

ტექნიკური პარტნიორი: სტუდია Pulse

local #005 – Jay Sebua a.k.a Cyber J – Soundcloud – Facebook

hosted by Tsa – Resident Advisor – Soundcloud – Facebook

Site Footer