local #003 – Sevda

ლადუკა ნინუა – Sevda – საქართველოს ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი, არაერთ ლაივ პროექტის ავტორი.

ლადუკა, გაიხსენე შენი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან…

იცი როგორი სამუშაო იყო? დამლაგებელს რომ არ ანდობ, მაგრამ იგივეს რომ აკეთებს.

დაახლოებით 2011-2012 წლები იყო, ვმუშაობდი ერთ-ერთ სტუდიაში. ვაკეთებდი ძირითადად შავ სამუშაოს. აი, იცი როგორი სამუშაო იყო? დამლაგებელს რომ არ ანდობ, მაგრამ იგივეს რომ აკეთებს. ეს იყო ჯეკების განაწილება თუ სხვა შავი სამუშაო. ამაზე საუბარი არც მიტყდება, ეს იყო რითიც დავიწყე. ზოგადად ეს სტუდია ძალიან დამეხმარა და კარგი სასტარტო პლატფორმა იყო. თავისუფალ დროს რასაც ვეძახით, იქ ვსწავლობდი ჩემით სოფტს. პირველი მაშინ რაც გავაკეთე ნახევრად ელექტრონული იყო, უფრო მაინც ბენდის მსგავსი ჟღერადობით.

ამის შემდეგ, მეგობრებმა გავაკეთეთ ბენდი, შემდეგ კორკოტასთან ვუკრავდი, მერე პორნოპოეზიაში ვუკრავდი, მერე ისევ კორკოტასთან ვუკრავდი. რამდენიმე Session “სოფტ ეჯექთშიც” დავუკარი.

მერე შემომთავაზეს პრე-Production-ზე მუშაობა და ეგრე დაიწყო. ჩანდა, რომ ძალიან დამაინტერესა იმ გეარმა რასთანაც შეხება მქონდა. კლავიშები რო ვხედავდი – არც ვიცოდი საერთოდ სინთეზი რო არსებობდა. დავიწყე შესწავლა და პროგრამაში ჩემი რაღაცეების კეთება. ალბათ სწორედ ეს იყო ის პირველი შეხება… მანამდე არ ვუსმენდი საერთოდ ელექტრონულ მუსიკას.

Ableton მაშინ მგონი 7.5 იყო და აქ ხმარობდნენ სონარს და პროთულს. მერე Ableton-ის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა. აი Oimactta-ს პროექტი როცა დავიწყე, მალევე გადავედი Ableton-ზე.

განვლილი გზას რომ გადახედო, ბევრი სირთულე შეგხვდა?

ძაან ბევრი რაღაც იყო რთული. თუნდაც, ოჯახის ფაქტორი: ისინი სერიოზულად არ აღიქვამდნენ იმას, რასაც ვაკეთებდი. უფრო მეტად ჰობი ეგონათ და არა რამე სერიოზული. ოჯახი უფრო კონცეტრირებული იყო რო მესწავლა, უნივერსიტეტი დამემთავრებინა და ამ სფეროს „რაღაცადაც“ არ აღიქვამდნენ. ამ ყველაფერში იყო ძალიან დიდი პრობლემა. შემდგომ მალევე გადავედი მარტო საცხოვრებლად და უკვე სხვა პრობლემები შემხვდა. თუნდაც ის, რომ რაღაცაში დებ დიდ ენერგიას და აქედან არანაირ შემოსავალს არ იღებ… მე მაინც მგონია, რომ ბევრ რამეში გამიმართლა. ძალიან ბევრი ადამიანი იდგა ჩემს გვერდში, რომელიც მეხმარებოდა. თუმცა მარტო მაგას, ალბათ ვერ დავაბრალებთ.

პირველ რიგში, ყველაზე მეტად მინდოდა, რომ მეცადა ეს საქმე და ჩამოვყალიბებულიყავი რა გამომდიოდა და რა არა. ის თუ რამდენად გამოგდის, საბოლოო ჯამში მაინც შენი შესაფასებელია. ამასთან ერთად, არ მჯერა როცა ამბობენ, რომ სხვის აზრს არ უკვირდებიან და არ აინტერესებთ. მაშინ, რატომ ვუკრავთ? იმიტომ, რომ ჩვენი გაკეთებული სხვას გავუზიაროთ და აქედან მივიღოთ feedback. ასე არ არის? ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრი და ასე იყო თავიდანაც. თუმცა, აქ საყურადღებოა, თუ ვისი აზრი უნდა გაითვალისწინო – არ არის აუცილებელი ტიპი პროდიუსერი იყოს. თუნდაც ერთ-ერთმა რიგითმა „მოცეკვავემ“ შესაძლოა ძალიან კარგად დაგანახოს რაღაცეები.

ამ ეტაპზე, რამდენიმე პროექტი გაქვს (Sevda; OTHR; Oimactta)…

საერთოდ, არ მგონია რომ აუცილებელია მსმენელმა იცოდეს მუსიკის უკან რომელი პიროვნება დგას. მთავარია იცოდეს არტისტის სასცენო სახელი და ის, თუ რა მუსიკას აკეთებს.

კი, პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა ამდენ სხვადასხვა მუსიკას უსმენ, რეალურად დახარისხებაშიც გეხმარება. აი, როგორც ვინილებს თავისი თაროები აქვს ჟანრების – იგივე ამბავია 🙂 საერთოდ, არ მგონია რომ აუცილებელია მსმენელმა იცოდეს მუსიკის უკან რომელი პიროვნება დგას. მთავარია იცოდეს არტისტის სასცენო სახელი და ის, თუ რა მუსიკას აკეთებს. შესაბამისად, მსმენელსაც რომელსაც რაღაც მოლოდინი აქვს პროექტისგან – ისინიც კმაყოფილები რჩებიან.

ლადუკა, 10 წლის წინ რომ წარმოგედგინა დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სცენა, წარმოიდგენდი ამხელა პროგრესს?

ალბათ ვერა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაშინ კარგად არ მქონდა წარმოდგენილი თუ რა იყო მაშინდელი სცენა. თუმცა, აშკარაა სერიოზული ცვლილებები. თუნდაც ის, რომ თითქმის ყველა რიგითი ბარი უკვე ცდილობს, რომ კარგი ჟღერადობა ჰქონდეს. ამასთან ერთად, მაინც მგონია, რომ ისევ ტალღას მივყვებით, რომელიც რაღაც „ახლის“ ეფექტი იყო და დღემდე მანდ ვართ. საინტერესო იქნება მომავალში როგორ განვითარდება ყველაფერი. მაინც მგონია რომ ტალღაზე ვართ და კარგად ვერ ვაცნობიერებთ რა არის ეს ყველაფერი. სცენის ქაოტურობაც, სწორედ მაგის მახასიათებელია.

სად არ დაუკრავდი საქართველოში? რუსეთში რომ დაგიძახონ – დაუკრავ?

დამიკრავს უკვე რუსეთში, მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში, რასაც დღემდე ვნანობ.

პეტერბურგი მგონია, რომ ქვეყანაა ქვეყანაში. რადიკალურად განსხვავებული ღამეები იყო მოსკოვისგან. პეტერბურგში მოვუსმინე რამდენიმე არტისტს და ძალიან გაკვირვებული დავრჩი. 2-3 ისეთი სეტი მოვისმინე, რომელსაც ნამდვილად გამოვარჩევდი. თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ვნანობ იმიტომ, რომ მე არ მიყვარს როცა „არც იქით არის და არც აქეთ“, გაურკვეველი სიტუაცია. რაღაც, არ იყო ჩემი.

რაც შეეხება საქართველოს, არასდროს დავუკრავ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს სახელმწიფო ამ თემაში ჩართული. უმჯობესია სხვა რაღაცეებს მიხედონ. აქ არ ვგულისხმობ დაფინანსებას. მაგალითად, მერიის ღონისძიებაზე ან რამე მსგავსზე – ვერასდროს მნახავთ. ამ შემთხვევაში, არანაირი აზრი არ აქვს ვინ არის მთავრობაში. ასევე, ძალიან არ მიყვარს კლუბის გარდა სხვა ადგილებში დაკვრა, თუმცა თუ მეგობარი ძალიან მთხოვს ხოლმე, ვუკრავ. ძალიან ვისტრესები, როცა ვუკრავ არა კლუბში, იმიტომ, რომ ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო. ფონურად თუ უნდა დავუკრა – შემიძლია გავაკეთო ფლეილისტი, დავმიქსო წინასწარ და მუსიკა იქნება. მაგ დროს ვიძაბები, ვერ ვხვდები რა ხდება, რა უნდა დავუკრა: არ მინდა შემაწუხოს მუსიკამ ან სხვა შევაწუხო. ასევე, არასდროს არ დავუკრავ, სადაც სქესობრივი დაყოფაა, როცა გოგოებს უფასოდ უშვებენ და ბიჭები ფულს იხდიან…

შენი პირველი რელიზი გახსოვს?

დავიძინეთ, გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ემოციური მომენტი იყო და გარკვეულწილად რაღაც ბიძგი, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა.

კი მახსოვს და ეს იყო “სელფ რელიზი”. მე და ზაზა ბერიძე ერთად ვმუშაობდით და მაშინ გამოვუშვით პირველი ნამუშევრები. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რეალურად და Bandcamp-ზე გაკეთდა 4 ტრეკიანი რელიზი. მახსოვს, ზაზას დაბადების დღე იყო. რეკლამის მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია: მხოლოდ მე გავაზიარე, ზაზამ და კიდევ ორმა მეგობარმა. მერე დავიძინეთ, გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ემოციური მომენტი იყო და გარკვეულწილად რაღაც ბიძგი, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ დროის ფაქტორის გამო, მომიწია ცალკე მუშაობა.

საქართველოდან წასვლაზე თუ გიფიქრია?

კი მიფიქრია, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები რომ არ იყოს ჩვენთან, რაც რატომ არის – ვერ ვხვდები, სამუშაოდ თბილისი კარგი ქალაქია: ცხოვრება იაფია და რაღაც შესაძლებლობებიც არსებობს. მირჩევნია, რომ აქ წყნარად ვაკეთო რაღაცეები და ნიადაგი მყარი მქონდეს, ვიდრე წავიდე და გაურკვევლობაში ვიყო. მინუსებში ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას და ზოგადად, მის ქაოტურობას. ესეთი დეტალები რომ გვერდზე გავწიოთ – მუსიკის საკეთებლად იდეალური ქალაქია.

რომ არა მუსიკა რას გააკეთებდი? არ გაქვს მომენტი, რომ ინსპირაცია გჭირდება?

ალბათ მზარეული ვიქნებოდი ან საბავშვო ბაღში ვიმუშავებდი. ზოგადად, მზარეულობა მგონია, რომ ძალიან ჰგავს მუსიკის კეთებას: იგივე სტრუქტურა და აგებულობა აქვს. ახლაც, თავისუფალი დრო როცა მაქვს, სახლში ვამზადებ ხოლმე რაღაცეებს.

ინსპირაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ყველა არტისტს აქვს მომენტები, როცა განსაკუთრებულად სჭირდება ინსპირაცია. მე ბევრი რამისგან ვიღებ მას და ასევე ხშირად ვკარგავ. მაგალითად, კარგი ღამის შემდეგ, შეიძლება მომინდეს მუსიკის კეთება, მაგრამ მერე ისევ გასართობად წავიდე და ეს ტალღა დავკარგო.

ლადუკა, რას ურჩევდი ახალგაზრდა არტისტებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას?

მთავარს რასაც ვურჩევდი – ნუ იჩქარებენ. იყვნენ კრიტიკულები საკუთარი საქმიანობის მიმართ და ბევრი იმუშაონ. არ არის აუცილებელი პირველივე პროდუქტი, რომელსაც შექმნიან – გააზიარონ. უმჯობესია დარწმუნდე, რომ ისეთია როგორიც უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ გააზიარო. თუ რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ პროდუქტი ისე შეუფასონ, როგორც დამწყებს და არა ნამდვილ პროფესიონალებს.

ახლა რა პროგრამაში აკეთებ მუსიკას?

Ableton-ს ვხმარობ ძალიან დიდი დოზით. შეიძლება რაღაც საათნახევრიანი იდეები ჩავწერო, მაგრამ 7 საათი მაინც მაუსით ვიმუშავებ, რადგან დეტალიზაციას ყველაზე კარგად მაუსით ვაკეთებ. ინსტრუმენტები უფრო ინსპირაციული არის ჩემთვის, მათთან ხელით შეხება იდეებს იწვევს, მაგრამ მთავარ პროცესს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ 70%-ს მაუსით ვაკეთებ.

ლადუკა, დაგვიტოვე 5 ტრეკი მოსასმენად:

Tracklist:

@sevdamsc (Sevda)
1 – Teluric – Pads & Chords
2 – Kosh – Bug In The System
3 – Hymns – Water Acid
4 – Versalife – Artificial Affection
5 – Hiver – Intersect

@tsamsc (Tsa – ცა)
1 – Christopher Ledger – Metonimia
2 – Meemo – Passage
3 – Jodey Kendrick – Jodey Funk
4 – E.R.P. – Tuga
5 – Giya Kancheli – She is Here

locals – ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელია, რომელიც ისაუბრებს ადგილობრივ არტისტებთან მათ მუსიკალურ თუ სხვა მოღვაწეობაზე. ყოველ მეორე ხუთშაბათს, 22:00-ზე, local-ის საუბარი locals.ge-ზე და სეტი Radio GIPA-ზე.

ტექნიკური პარტნიორი: სტუდია Pulse

local #003 – Sevda – Resident Advisor Soundcloud – Facebook

hosted by Tsa – Resident Advisor – Soundcloud – Facebook

Site Footer